ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საუკეთესო სპორტული კლუბებისა და სპორტსმენების დაჯილდოება
21 დეკემბერი 2017
 

ბათუმის მერიამ დღეს სასტუმრო ,,ჰილტონში'' გამართულ ღონისძიებაზე 2017 წლის წარმატებული სპორტული კლუბები და სპორტსმენები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალს, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე მონაწილეობდა, აჭარაში მოქმედი თითქმის ყველა სპორტული კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა. საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ რაგბში, ჭადრაკში, ცხენოსნობაში, ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, წყალბურთში, კალათბურთში, ავტორბოლასა და ფიგურულ სრიალში. საუკეთესო სპორტული კლუბის ტიტული ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ,,ნონამ" და სარაგბო კლუბმა ,,ბათუმმა" მოიპოვეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 564
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები