ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
21 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს კომისიებში ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დღეს გამართულ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე იმსჯელეს. 

მომავალ წელს ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება და მისი დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 13, 178,4 ათასი ლარით არის განსაზღვრული. აქედან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებსა და ქვეპროგრამებს 3,965,1 ლარი მოხმარდება, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებსა და ქვეპროგრამებს - 8, 502,4 ლარი, ხოლო სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამებს - 710,9 ათასი ლარი.
ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები კომისიის წევრებს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო მიქელაძემ წარუდგინა.
კომისიის წევრთა უმრავლსობამ წარმოდგენილი სახით ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს.
სხდომას, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3275
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები