ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
22 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს კომისიებში ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვა გრძელდება. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები კომისიის წევრებს ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ გააცნო.
მერაბ ქიძინიძის განცხადებით, მომავალ ს წელს განათლების სფეროში ბიუჯეტიდან 14,844,7 ლარი გამოიყოფა. აღნიშნული თანხები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამებს მოხმარდება.
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით ბიუჯეტის პროექტით გამოყოფილია 12, 312,9 ლარი, რაც სპორტის განვითარების ხელშეწყობის, მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამებზე გადანაწილდება.
კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2,410,7 ლარით დაფინანსდება, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა - 2,120,3 ლარით, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა - 125,8 ლარით.
როგორც ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ აღნიშნა, განათლების სფერო კვლავ ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას, რომელსაც ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3398
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები