ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
15 თებერვალი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს. 

საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასარულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის მონაკვეთი ქუჩად გარდაიქმნა და მას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდა.
ასევე, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სკვერის სტატუსის მქონე რამდენიმე მიწის ნაკვეთს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის“ სახელი, ხოლო ე.წ. „6 მაისის პარკს“ „ ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელი მიენიჭა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის განცხადებით, ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1,289,4 ათასი ლარით, მათ შორის, სპეციალური ტრანსფერი - 144,7 ათასი ლარით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50 % გადახდის მიზნით და სპეციალური ტრანსფერი აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან - 1,144,7 ათასი ლარით, რომელიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხას. ცვლილების მიხედვით, ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 6,800,4 ათასი ლარით. ბიუჯეტის გადასახდელებში ასახული იქნა ზემდგომი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ფარგლებში გასახორციელებელი კაპიტალური პროექტები, ასევე საბიუჯეტო ნაშთის გამოყენების ხარჯზე გათვალისწინებული იქნა 2017 წლიდან გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსება.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხს, ასევე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბინების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხს. სხდომაზე დამტკიცდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა.
ცვლილება შევიდა „ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N71 განაკრგულებაში, რომელიც ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები გურამ მამულაძის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას და საკუთრებაში გადასაცემი ბინის სარემონტო თანხის გადაცემას.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებას.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N50-ე დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 3 (სსზ-3) წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრიდან შემცირდა 12 მეტრომდე.
ცვლილება შევიდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თნამდებობრივი სარგოებსა და საშტატო ნუსხაში, საკრებულოს აპარატის დებულებაში, ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში, ასევე, განისაზღვრა ბათუმის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) სამასხურებრივი უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარის მიერ საკრებულოში შემოტანილი, დღის წესრიგით გათვალისწინებული პეტიციების განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, ბათუმის ვიცე-მერი, ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2845
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები