ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საჯარო სამსახურის შესახებ ახალი რეგულაციები
23 თებერვალი 2018
 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საჯარო სამსახურის ახალი რეგულაციების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ქ.ბათუმის საკრებულოს და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. ტრენინგი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას,პროფესიული საჯარო მოხელის სამართლებრივ მდგომარეობას, შრომის ანაზღაურებასა და მოხელის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა. აღნიშნული ტრენინგი პროექტის „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს კარგი მმართველობისა და დემოკრატიული განვითრებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2739
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები