ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
3 მარტი - დედის დღე
03 მარტი 2018
 

დედის დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრები ოთხ მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს. ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ძიძიგურმა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ნერიმან ციცნცაძემ და ფრაქციის წევრმა, აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ართმელაძემ მრავალშვილიან დედებს საჩუქრად სურსათ-სანოვაგე და ყვავილები მიართვეს.

„დღეს ჩვენ ვეწვიეთ იმ დედებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. მათი სახელით ყველა დედას ვულოცავთ ამ თარიღს და ვუსურვებთ ბედნიერ დედობას“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ძიძიგურმა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3145
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები