ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ეროვნული ბიზნეს-ფორუმი
08 მარტი 2018
 

8 მარტს ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმს ბათუმის საკრებულოდან ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ნატალია ზოიძე დაესწრო. ფორუმის მონაწილე ქალბატონებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და მათ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ფორუმის მთავარი თემა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და არსებული გამოცდილების გაზიარება გახლდათ.
ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას ორგანიზება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (GCCI), აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (ACCI), „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (ABWA) და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაუწიეს. ფორუმს საქართველოს რეგიონებიდან 220 ქალი მეწარმე ესწრებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3363
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები