ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
15 მარტი 2018
 

დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. პროექტის მიხედვით მერიის სტრუქტურის რეორგანიზაციის შედეგად მერიაში შტატით და ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება 93 ერთეულით. შესაბამისად იგეგმება ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობის მაჩვენებელის შემცირება სავარაუდოდ 878 000 ლარით.
კომისიამ დღესვე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტიც განიხილა, რომელიც ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 137,7 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 315 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით.
კომისიის წევრებმა „ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი უნდა განისაზღვროს პარკომეტრით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილად და დადგინდეს პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთის მიხედვით 1 საათი - 1(ერთი) ლარი, ყოველი შემდეგი საათი - ერთი ლარი.
წარმოდგენილი საკითხების განხილვა კომისიამ საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2846
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები