ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება
21 მარტი 2018
 

დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯოდმარე, წევრები, ქალაქის მერი, მერიის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე ,რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, სამოქალაქო სექტორისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2828
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები