ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
კომისიის სხდომა.
29 მარტი 2018
 

დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

კომისიამ საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივა განიხილა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიან მგზავრობას ეხება, ინიციატივის მიხედვით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-იანი შეღავათებით, მასწავლებლებთან ერთად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით 700-მდე თანამშრომელი ისარგებლებს, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) არ აღემატება თვეში 625 ლარს.
კომისის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზეც იმსჯელეს. რომლის მიხედვით, იგეგმება ახალი სასწავლო წლიდან, საბავშვო ბაღის აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების დამატებით ზრდა თანამდებობრივი სარგოს 20 %-მდე (აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან უკვე ღებულობენ 20 %-ით მეტ ხელფასს).
კომისიამ წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია, გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხისა, რომელიც ქ. ბათუმში ალ. გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისია სრული შემადგენლობით თანახმაა, ბათუმში არსებობდეს არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ქუჩა, მიზანშეწონილად არ მიიჩნია წარმოდგენილი სახით საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე, ვინაიდან კომისიის წევრთა უმრავლესობის აზრით, აუცილებელია შეხვედრა გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებთან და საზოგადოების აზრის გათვალისწინება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 100
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები