ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
9 აპრილი
09 აპრილი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს. ბათუმის მერიის, საკრებულოს, აჭარის არ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალური ქვა სიმბოლურად ტიტებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
9 აპრილის მემორიალი, რომლის ესკიზიც კონკურსის გზით შეირჩა, ბათუმის ბულვარში, უნივერსიტეტის წინ მიმდინარე წლის აგვისტომდე განთავსდება.
29 წლის წინ, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2694
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები