ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინტერვიუ ცნობილ ადამიანებთან
12 აპრილი 2018
 

„ინტერვიუ ცნობილ ადამიანებთან“ პროექტის ფარგლებში დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ახალგაზრდებს კითხვები ძირითადად ქალაქის ისტორიის, მის სამომავლო განვითარებასა და ამ პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობაზე ქონდათ, ისინი ასევე დაინტერესდნენ რას ფიქრობს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი მომავალ თაობაზე და მათ სამოქალაქო აქტივობაზე.
სულიკო თებიძემ მოსწავლეებს თვითმმართველობის ისტორიის შესახებ მოკლე ექსკურსი გაუკეთა, ვრცლად ისაუბრა ლუკა ასათიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და ახალგაზრდებს სამომავლოდ სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მისი თქმით, ბათუმს უდიდეს პოტენციალი გააჩნია მომავალი თაობის სახით, ასეთი პროექტების არსებობა და ახალგაზრდა თაობის წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს ბათუმის მომავალი განვითარებისთვის.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3125
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები