ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საინფორმაციო შეხვედრა საკრებულოში
26 აპრილი 2018
 

თავშესაფრის სფეროში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი საქართველოს თავშესაფრის სისტემისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ზუსტი, უახლესი ინფორმაციის მიწოდება, ასევე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის კუთხით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის, განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა და ამ პროცესის გაუმჯობესებისათვის თვითმმართველი ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ინფორმირება იყო.

დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის”, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, საკრებულოს, მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2538
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები