ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
დამოუკიდებლობის 100 წელი
17 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბიბლიოთეკის საცავში დაცული წიგნების გამოფენა. მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა სასულე ორკესტრმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი, ხოლო ფოლკლორულმა გუნდმა ,,ლაშემ“ ქართული ხალხური სიმღერები. ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის - ,,მერცხლის“ მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და საზოგადოების წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 117
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები