ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
29 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. 

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, იზრდება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის, ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბის, საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის და ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება.
კომისიის წევრებმა პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2571
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები