ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ტრენინგი - ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
31 მაისი 2018
 

 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში „საერთაშორისო გამჭვივარლობა-საქართველოს“ მიერ გამართულ ტრენინგს დაესწრნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის “ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს კარგი მმართველობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის“ ფარგლებში პერიოდულად ატარებს ტრენინგს ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეებისათვის.
დღეს გამართული ტრენინგი, რომელსაც 6 მუნიციპალიტეტის 40-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესს, პრაქტიკასა და კანონმდებლობაში ამ მიმართულებით ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს ეხებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2804
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები