ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პროგრამის პრეზენტაცია
15 ივნისი 2018
 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა დღეს საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში.

პროექტს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ წლებია ახორციელებს, რომლის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბება.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის გათვალისიწნებულია სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების, მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება; სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პოროფესიული მომზადება -გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვა; შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროექტების დაფინანსება.
მოსახლეობის უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის და ჩართულობისთვის დღეს შეხვედრა სპეციალურად მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებისთვის გაიმართა, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ქალაქის ყველა უბანში ინფორმაციის მიწოდება და პროექტში ჩართვა.
პრეზენტაციას საკრებულოს ჯანმრთელობისა და სიოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, მერიის ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი და უბნებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2604
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები