ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა აჭარაში
15 ივნისი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე სასტურმო „რედისონში“ გამართულ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკორდინაციო კომისიის პრეზენტაციას დაესწრნენ.

პროექტი საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
პრეზენტაციის ბოლოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას გენდერულ ჭრილში.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის მუნიციპალიტეტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2482
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები