ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარემ ინდოეთის ელჩს უმასპინძლა
19 ივნისი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოგეშვარ სანგვანს შეხდვა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.
საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას საფუძველი 1992 წლის 28 სექტემრიდან ჩაეყარა. უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.
საკრებულოს თავმჯდომარემ ინდოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2582
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები