ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
27 ივნისი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ ოთხ საკითხზე იმსჯელეს. 

კომისიის წევრებს ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა. როგორც არჩილ ვანაძემ განაცხადა, დადგენილების პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. კერძოდ, განხორციელდება შპს „ბათუმის წყალის“ კაპიტალის ზრდა, ქალაქის რეაბილიტირებულ უბნებში ეზოების ქსელის კანალიზაციის სისტემის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით; ახალის სასწავლო წლისათვის მომზადების მიზნით, განხორციელდება საბავშვო ბაღების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა - საწყის ეტაპზე ორი ახალი სერვის-ცენტრის შენობის მშენებლობა.
სხდომაზე დღეს კომისიის წევრებმა იმ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის გამოცხადებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის მიღების მიზანს M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკურსის ჩატარებით ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევა წარმოადგენს. ასევე, განიხილეს კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის და ფასის გადახდის წესი.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი. აღნიშნული გეგმაში სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად განსაზღვრულია სტრატეგიული ღონისძიებების, პროგრამებისა და აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი აღწერის, დაინტერესებული მხარეების, ბენეფიციარების მითითებით. გეგმა ასევე მოიცავს ღონისძიებების შესაბამისად გაწერილ 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმასა და ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც უნდა გაიზომოს კონკრეტული პროგრამების შესრულება. გეგმაში ასევე მოცემულია ღონისძიებების შესაბამისად განსაზღვრული რისკ-ფაქტორები, მათი შეფასება და დაძლევის ღონისძიებები.
კომისის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიიჩნიეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2646
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები