ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა ბათუმის საკრებულოში
28 ივნისი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება. ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახული იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, საკუთარი შემოსავლებისა ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული იქნა ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება. მათ შორის:
განხორციელდება შპს "ბათუმის წყალის" კაპიტალის ზრდა, ქალაქის რეაბილიტირებულ უბნებში ეზოების ქსელის კანალიზაციის სისტემის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით;
ახალის სასწავლო წლისათვის მომზადების მიზნით, განხორციელდება საბავშვო ბაღების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და აღსაზრდელებისათვის სათამაშოების შეძენა;
მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა - საწყის ეტაპზე ორი ახალი სერვის-ცენტრის შენობის მშენებლობა;
არჩილ ვანაძის განცხადებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 1,420.6 ათასი ლარით იზრდება, ხოლო ბიუჯეტის გადასახდელები - 1,471.9 ათასი ლარით.

საკრებულომ მორიგ სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი დააკორექტირა. ცვლილება განხორციელდა დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღში და იგი 2018 წლის 1-ლი მაისით განისაზღვრა.

საკრებულომ დღესვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესახებ განკარგულება მიიღო.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე საპლაჟე მონაკვეთები დააგეგმარა და დაჰყო სექტორებად (სულ 41 სექტორი). ვინაიდან გონიო-კვარიათის ტერიტორია წარმოადგენს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას და N-50 დადგენილებით დაწესებულია აღნიშნულ ზონაში ობიექტების განთავსებისთვის გარკვეული შეზღუდვები, მიზანშეწონილად ჩაითავალა აღნიშნულ დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და კონკრეტულად აღნიშნული ზონისთვის დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატოს ტერიტორიაზე დროებითი კონსტრუქციების-ბუნგალოების და სხვა კვების ობიექტების განთავსება, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო სეზონისთვის არსებული ტერიტორიის სწორ და ეფექტურ გამოყენება-განვითარებას, ასევე, შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცეთ ობიექტები, მისი გამოყენების და მოვლა-პატრონობის მიზნით.

საკრებულომ დღესვე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა დაამტკიცა, რომლის მიზანს მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული განვითარების უზრუნველყოფა, ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარების პირობების, ეკონომიკისა და ადგილობრივი გარემო პირობების გაუმჯობესება, მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ათ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს. სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა usaid/GGI პროგრამის ფარგლებში მომზადებული არსებული სიტუაციის ანალიზი.

საკრებულომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის , მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის და ფასის გადახდის წესი დაამტკიცა. განისაზღვრა ფიქსირებული ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო M3 კატეგორიის ავტობუსებისთვის - 20(ოცი) ლარი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გასაცემად კონკურსი გამოცხადდება. ნებართვის მაძიებელთა კონკურსი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 29 მაისის N43 დადგენილებით დამტკიცებულ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდება.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმში ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ძმები აბაშიძეების, ასევე, ლუკა ასათიანის ქ. N92-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ისტორიკოს პარმენ პატარაიას და ვ. გორგასალის ქ. N34-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საზოგადო მოღვაწისა და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის შოთა ოქროპირიძის მემორიალური დაფების განთავსებას.

მორიგ სხდომას, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2510
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები