ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა 0,5 %-ით განისაზღვრა
27 ივლისი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივით წარდგენილ დადგენილების პროექტს - პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობის 0,5 პროცენტით განსაზღვრის თაობაზე, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლითაც აქამდე ბათუმის საკრებულო ხელმძღვანელობდა, პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს და საერთო კრებას. თუმცა ამჯერად დადგენილების პროექტის ინიციატორმა ისარგებლა ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც ამბობს, რომ „მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას“. კანონის სწორედ ამ ნორმით იხელმძღვანელა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს მიმართა ინიციატივით ერთპროცენტიანი ბარიერის 0,5 პროცენტამდე დაწევის თაობაზე.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „პეტიციის წარდგენისთვის საჭირო ამომრჩეველთა ერთპროცენტიანი ბარიერის 0.5 პროცენტამდე დაწევა მოქალაქეებს გაუადვილებს მათი ინიციატივებისა და იდეების მუნიციპალიტეტამდე მოტანას და ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.
მიღებული დადგენილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შევიდა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4336
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები