ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
კანონპროექტის საჯარო განხილვა
30 ივლისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს ''ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ'' კანონის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრნენ. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით მოზარდმაყურებელთა თეატრში ჩატარდა და მას კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე უძღვებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა წელს უნდა განიხილოს, მანამდე კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საჯარო განხილვები იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ახალი კანონი მიზნად ისახავს სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორისაა სასპორტო განათლება, ინფრასტრქუტურის განვითარება და სპორტული მედიცინა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 75
 
 
 
 
სიახლეები
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯავახიშვილის უბანში
სრულად

 

ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები