ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმი EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამაში ჩაერთვება
01 აგვისტო 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს ბათუმში „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმის პროექტი ოფიციალურად ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ EBRD-ის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გუნდის დირექტორის მოადგილესთან, ლინ ო’გრეიდისთან ერთად წარუდგინა.
„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ წარმოადგენს ჩარჩო პროგრამის მთავარ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ქალაქებს, ჩამოაყალიბონ თავიანთი მდგრადი განვითარების ხედვები და სტრატეგიული მიზნები, ასევე, სამოქმედო ღონისძიებები და საინვესტიციო პროექტები, რაც მათ დაეხმარება გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში. სამოქმედო გეგმა ასევე, მოიცავს გარემოს პირობებზე მოქმედ სექტორებს, მათ შორის, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ინდუსტრიას, მიწათსარგებლობას, ნარჩენების, წყლის მართვასა და ა.შ.
EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამა წარმოადგენს მწვანე ურბანული განვითარების სრულფასოვან ბიზნესმოდელს, რომელშიც, სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად, გათვალისწინებულია ინვესტირებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტები.
„მწვანე ქალაქის გეგმის“ შემუშავებას ბათუმის მუნიციპალიტეტი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ერთობლივად იწყებენ, რითაც ბათუმი EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამაში ჩაერთვება.
„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებას რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 258
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები