ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა
09 აგვისტო 2018
 

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს, რის შემდეგაც სხდომა დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში განკარგულების პროექტით წარმოდგენილ ცვლილებებზე იმსჯელეს. პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 2,004.1 ათასი ლარით იზრდება. მათ შორის: სპეციალური ტრანსფერი - 680,0 ათასი ლარით (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით) და სხვა შემოსავლები - 1,324.1 ათასი ლარით (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის 6 თვის ფაქტობრივი შესრულების გათვალსწინებით იზრდება წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი).

ახალი ცვლილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი ჯამში 171,400,5 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულომ დღესვე დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების ადგილის განსაზღვრის შესახებ იმსჯელა. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაზე გავიდა ორი განკარგულების პროექტი - ერთი, რომელიც წარადგინა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ და მეორე, რომელიც სხდომაზე ინიციატივის სახით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი კომიისიის მიერ წარდგენილ განკარგულების პროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებლის ძეგლის (ქანდაკების) განთავსების ადგილად ქ. ბათუმში აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული წრიული განისაზღვრა.
განკარგულების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერია, ვალდებულია, უზრუნველყოს ძეგლის განთავსების თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საჭირო მოსამზადებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და საფინანსო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ძეგლის პროექტის (ესკიზის) შერჩევა (შესყიდვა) და მასალების მომზადება საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებასთან მისი შეთანხმების მიზნით.
დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებისა და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობის გამოყოფის შესახებ განკარგულებების პროექტები, რომელთა მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო ღონისძიებების გამართვა შეეძლებათ ბათუმის საზაფხულო თეატრში, ხოლო საარჩევნო სააგიტაციო მასალის გამოსაფენად ქალაქში განთავსდება სპეციალური სტენდები. განკარგულებით, ასევე, დამტკიცდა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2339
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები