ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები გაიხსენეს
11 აგვისტო 2018
 

ბათუმში 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები გაიხსენეს. შინდისის გმირთა სკვერში დღეს ბათუმის საკრებულოს წევრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ბრძოლაში დაღუპული 17 ჯარისკაცის ხსოვნის უკვდავსაყოფად მათივე სახელობის სკვერში, სიმბოლურად, 17 ნერგი დარგეს.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და გმირულად დაიღუპა.

შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში 2016 წლის აპრილში გაიხსნა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2552
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები