ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მუნიციპალური სასადილოების მონიტორინგი
13 აგვისტო 2018
 

დღეს საკრებულოს წევრებმა ქალაქში არსებული მუნიციპალური სასადილოების მონიტორინგი განახორციელეს და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას.

საკრებულოს ქალი წევრების ნატალია ზოიძის, ნატალია ძიძიგურისა და ნერიმან ცინცაძის ინიციატივას საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში შეუერთდა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში მეგზურობას სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ასლან გელაძე უწევდა.
საკრებულოს წევრებმა ქალაქში არსებული ექვსივე მუნიციპალური სასადილო მოინახულეს, ბენეფიციარებს გაესაუბრნენ, სასადილოებში მომზადებული საკვების ხარისხი შეამოწმეს და მისი გაცემის პროცესს დაესწრნენ.
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარები კმაყოფილები არიან მომსახურებით და საკვების ხარისხით, როგორც ბენეფიციარებმა დეპუტატებთან საუბარში აღნიშნეს, ამჟამად გაცილებით უკეთესი კვებაა და სანიტარული პირობებიც გაუმჯობესებულია. თუმცა საკრებულოს წევრების თქმით, შესაძლებელია მენიუში ცვლილების გაკეთება, რაც ზოგიერთი საკვები პროდუქტის ჩანაცვლებით შეიძლება, რისთვისაც ახალი მენიუს შედგენისას შესაბამის სამსახურებთან ერთად უახლოეს პერიოდში იმუშავებენ და პერიოდულად გააკონტროლებენ იქ არსებულ ვითარებას.
სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით ქალაქში ექვსი მუნიციპალური სასადილო ფუნქციონირებს და დღის განმავლობაში 4 800 ბენეფიციარს ემსახურება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3151
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები