ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ყოველკვირეული შეხვედრები მოქალაქეებთან გრძელდება
27 აგვისტო 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების კოველკვირეული შეხვედრები მოქალაქეებთან გრძელდება. დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ართმელაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები მოსახლეობას აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. 

შეხვედრაზე პრობლემების აღწერისას მოქალაქეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული წარმოადგენს ერთ-ერთ ტურისტულ ზონას ქალაქში და მათი მოთხოვნაც, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პრობლემების მოწესრიგებას ეხებოდა: საავტომობილო გზების მოასფალტება, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, გზაჯვარდინებზე შუქნიშნებისა და გარეგანათების დამონტაჟება, სამარშრუტო ავტობუსების დანიშვნა და მოსაცდელი ჯიხურების განთავსება.
მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე ადლიის დასახლებაში მცხოვრები მეთევზეებისთვის ნავების გასაჩერებელი ადგილის გამოყოფისა და მონადირეებისთვის მდინარე ჭოროხზე ნადირობის ნებართვის გაცემის საკითხებიც დასვა.
მუნიციპალიტეტის პირველი პირები მოსახლეობას პრობლემების ნაწილის მოგვარებას დროულად დაპირდნენ, თუმცა ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში ეტაპობრივად მოწესრიგდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2489
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები