ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ბათუმობა 2018“ - სახალხო დღესასწაული
01 სექტემბერი 2018
 

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავი წელს ბათუმში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში გაცოცხლდა მე-19 საუკუნის ბათუმი. წარმოდგენილია კოსტიუმირებული სანახაობები, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოეწყო თემატური კუთხეები, გაცოცხლდა ისტორიული ფოტოები და გათამაშდა საუკუნის წინ მომხდარი სცენები.

მთელი დღის განმავლობაში ძველი ბათუმის ქუჩებში იმართება გასართობი შოუები, საცირკო წარმოდგენები, მოწყობილია საბავშვო კუთხეები.
ზეიმი საღამოს პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2863
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები