ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომა ბათუმში
07 სექტემბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.

სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და დეტალურად ისაუბრა აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. მოხსენება მოიცავდა ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტუალურ საკითხებს.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხი, რაზეც მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია იყო, ასევე, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების განვითარება. კომიტეტის სხდომას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს და მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2044
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები