ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 17 წელი გავიდა
11 სექტემბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ამერიკულ კუთხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას მიეძღვნა. ტრაგედიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 17 წელი გავიდა. 

დღეს ამერიკულ კუთხეში შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ამერიკელ ხალხს. სულიკო თებიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქვეყნის ტრაგედია და რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს.
შეხვედრის ბოლოს 11 სექტემბრის ტრაგედიის ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2105
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები