ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი იმართება
13 სექტემბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საერთაშორისო საზღვაო ფორუმს “Georgia International Maritime Forum 2018” ესწრება.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა გახსნეს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვაო ეკონომიკის მნიშვნელობასა და როლს ქვეყნის განვითარების საქმეში, ასევე მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ინიციატივები, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს და ახორციელებს საზღვაო სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის.
რიგით მე-2 საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო საზღვაო სფეროსა გავლენიანი პირები და 53-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე მაღალი დონის სტუმარი ესწრება.
ფორუმი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება და მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვას, ახალი ინიციატივებისა და მათი განხორციელების გზებს დაეთმობა. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, მათ შორის მეზღვაურთა დასაქმების მიზნით მეზღვაურთა სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების მემორანდუმს გერმანიასა და ხორვატიასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს ამ ქვეყნების გემებზე დასაქმების საშუალებას მისცემს. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმისა და შანხაის საზღვაო აკადემიებს შორის, ასევე სხვა შეთანხმებებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 311
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები