ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა
05 სექტემბერი 2018
 

დღეს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.
საკრებულოს წევრების თქმით „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა დაეხმარება მათ, რომ გენდერულმა საბჭომ უფრო გამართულად იმუშაოს და მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა იყოს რეალურად მორგებული ადგილობრივ პრობლემებზე და საჭიროებებზე.
გენდერული თანასწორობის საბჭო მორიგ შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2118
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები