ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
17 სექტემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა. 

სკოლის გახსნა ძენწმანელებს რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმაც.
ძენწმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის განსახორციელებლად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ 440,000 აშშ დოლარი გამოყო, სარემონტო სამუშაოები კი აშშ-ის ინჟინერთა კორპუსის მიერ შიდა ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ (LCON-მა) განახორციელა. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა ძენწმანის საჯარო სკოლა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით და დამონტაჟდა გათბობის თანამედროვე სისტემა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა გულისხმობს აჭარის მაღალმთიან სოფლებში საჯარო სკოლებისა და ამბულატორიების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, რისთვისაც შენობებში ეწყობა ადაპტირებული შიდა სველი წერტილები.
ქედის მუნიციპალიტეტში სულ 29 საჯარო სკოლაა, რომელთაგან მხოლოდ 3 სკოლაა სარეაბილიტაციო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2063
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები