ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილება
28 სექტემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული დადგენილებით დამტკიცდა ქ. ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
„ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციული წარმოება შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება მწვანე კონცხის ტერიტორიაზე განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო კოდზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. წარმოდგენილი ფოტომასალის და დოკუმენტაციის შესაბამისად საპროექტო ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, მოიცავს ერთ საკადასტრო ერთეულს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N 05.34.25.664). მოცემული ტერიტორია განეკუთვნება საკურორტო სარეკრეაციო ზონას, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება. მიღებული დადგენილებით დამტკიცდა მწვანე კონცხზე მდებარე აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის, კერძოდ, მწვანე კონცხის განვითარებას საკურორტო-სარეკრეაციო მიმართულებით, მისი მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების გათვალისწინებით. აღნიშნული გეგმის დამტკიცებისთვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტის მოცულობა, ნაცვლად 42 სართულისა, შემცირდა და განისაზღვრა არაუმეტეს 28 სართულისა.
სხდომაზე მიღებული დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც გულისხმობს „ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულიო წარმოების დაწყებას.
აღნიშნული გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება შპს „მულტივერს არქიტექტურის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებას. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გოგებაშვილის ქუჩაზე და მოიცავს შემდეგ საკადასტრო კოდებს: N05.21.01.031; 05.21.01.030; 05.21.01.029; 05.21.01.018; 05.21.20.079; 05.21.20.070; 05.21.20.071; 05.21.20.084; 05.21.20.082; 05.21.21.015; 05.21.20.053; 05.21.20.076; 05.21.20.056; 05.21.20.087.
მიღებული განკარგულების მიზანია გოგებაშვილის ქუჩის განვითარება მისი მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების გათვალისწინებით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერიას დაევალა აღნიშნული განკარგულების პროექტის მომზადება და ბათუმის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა. განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადად განისაზღვრა განკარგულების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღე. განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში განსახილველ საქმეზე გაიმართება ზეპირი მოსმენა.
სხდომაზე მიღებული განკარგულება და ცნობა საჯაროდ გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, გამოქვეყნდება ქ. ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდსა და გაზეთ „აჭარაში“.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2354
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები