ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფორუმი
16 ნოემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები ბათუმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფორუმს დაესწრნენ. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების ფარგლებში აჭარაში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდგრადი და ინკლუზიური განვითარება არის სამთავრობო გუნდის გაცხადებული ხედვა და მთავარი პრიორიტეტი. „მაშინ, როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, მდგრადი განვითარება და „მწვანე ქალაქები“ კიდე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხები დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

ფორუმზე აქცენტები გაკეთდა მდგრადი განვითარების სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხზე, როგორიცაა სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო სისტემების განვითარება, სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება, კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია, განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება.
ფორუმზე მოხსენებებით წარსდგებიან ადგილობრივი სატრანსპორტო დარგის ექსპერტები და ცნობილი სპეციალისტები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბათუმი ტრანპორტის სპეციალისტებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ის ფაქტობრივად პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო რეფორმა დაიწყო, რაც დეტალურად იქნება განხილული ფორუმის ფარგლებში.
ბათუმის მდგრადი გავითარების ფორუმი წელს პირველად ჩატარდა და იგი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მისი მიზანია შეიქმნას ურბანულ საკითხებზე მოსაზრებების, წინადადებების, ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საუკეთესო პლატფორმა.
ფორუმის თანაორგანიზატორები არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ააიპ სითი ინსტიტუტი საქართველო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
ბათუმის ფორუმს ხელისუფლების, კერძო და სამოქალაქო სექტორის, პარტნიორი ქალაქებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2196
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები