ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაასაჩუქრეს
21 ნოემბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ უკვე წლებია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დღეს აჭარაში მცხოვრები 267 მოსწავლე დააჯილდოვეს, აქედან 77- მოსწავლე ბათუმიდან, 51- ქობულეთიდან, 27- ხელვაჩაურიდან, 18- ქედიდან, 36- შუახევიდან და 58 -ხულოდან.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულას შეადგენდა.
ღონისძიებას აჭარის სამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2179
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები