ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს
22 ნოემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს კომისიებში დღეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ ნატარიძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა და მასზე 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 64,861,100 ლარი დაიხარჯება. 

ინფრასრუქტურულ ნაწილში ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პროგრამების შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება დაფინანსდება - 34,772,2 ლარით; სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება - 9,658,1 ლარით; საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 11,700,2 ლარით; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი - 5,135,8 ლარით; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა - 761,2 ლარით; ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა - 1,924,0 ლარით; ქალაქის კეთილმოწყობა - 909,6 ლარით; ქალაქის დასუფთავების მომსახურების განვითარება - 8,921,0 ლარით; ეკოლოგიური მდგომარეობის და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 4,174,6 ლარით; საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია - 737,9 ლარით; სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 469,9 ლარით.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 154,361,6 ლარს შეადგენს.
კომისიის სხდომას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
დღესვე ბიუჯეტის პროექტის განხილვა განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე 14 საათზე დაიწყება

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 76
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები