ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიაში ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს
22 ნოემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. წარმოდგენილი პროექტი ამჯერად საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ განიხილა. 

როგორც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტშია აღნიშნული, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროექტის მიხედვით, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტიდან განათლების მიმართულებით 15,626,0 ლარი დაიხარჯება, აქედან 15,445,0 ლარი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამას მოხმარდება, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობას - 170,0 ლარი, ხოლო ზოგადი განათლების ხელშეწყობას - 11 ათასი ლარი.
რაც შეეხება კულტურას, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტს, ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ მიმართულებით გამოყოფილია 13,398,4 ლარი, კერძოდ: მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოვლა პატრონობაზე 1,944,5 ლარი დაიხარჯება, კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე - 2,613,6 ლარი, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობაზე -2,446,7 ლარი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე – 308,0 ლარი, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობაზე -157,0 ლარი.
კომისიის სხდომას, რომელსაც ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1843
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები