ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება
27 ნოემბერი 2018
 

გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ წარმოებული სოციალური კამპანიის ფარგლებში დღეს ბათუმის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სახალხო დამცველის აპარატისა და სსიპ საზღვაო სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. 

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საზოგადოებას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ სტატისტიკა წარუდგინა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე, ასევე აღნიშნული პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობასა და პრევენციული გზების მოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ასევე მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1885
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები