მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის (სტრატეგიული გეგმა) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმა (სტრატეგიული გეგმა), თანახმად დანართისა.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის (სტრატეგიული გეგმა) განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 
საკრებულოს თავმჯდომარე     სულიკო თებიძე




 ისტორია
ისტორია























