მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N35
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილული იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების თანდართული წლიური ანგარიში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე



ისტორია























