მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებული სარეკრეაციო (გამწვანებული) ტერიტორიისათვის სკვერის სტატუსის და მასზე საზოგადო მოღვაწის „მემედ აბაშიძის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებულ სარეკრეაციო (გამწვანებულ) ტერიტორიას (საკადასტრო კოდი: 05.22.15.006) მიენიჭოს სკვერის სტატუსი და ეწოდოს საზოგადო მოღვაწის „მემედ აბაშიძის“ სკვერის სახელი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























