მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმის ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის თვითმმართველობა გამოხატავს მზადყოფნასა და ნებას ქ. ბათუმის ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების და შესაბამისი წლიური საწევრო შენატანების განხორციელების შესახებ.
2. ქ. ბათუმის მერს (ჯ. ანანიძე) მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ქ. ბათუმის თვითმმართველობის სახელით ხელი მოაწეროს ქ. ბათუმის (წარმომადგენელი ქ. ბათუმის მერის სახით) ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების დოკუმენტაციას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე



ისტორია























