მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის უბანში თამარ მეფის გამზირიდან მამია გოგოლიშვილის ქუჩამდე საავტომობილო გზის ქუჩად ჩამოყალიბებისა და ჩაქვის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის უბანში თამარ მეფის გამზირიდან მამია გოგოლიშვილის ქუჩამდე საავტომობილო გზა ჩამოყალიბდეს ქუჩის სტატუსით და მიენიჭოს ჩაქვის ქუჩის სახელი.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება და განკარგულების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის დასახლების კვარტლებად დაყოფა და სახლების შესაბამისი ნუმერაცია.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























