მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
პირადი განცხადების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის განთავისუფლების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს - ირაკლი ჩავლეიშვილს მიეცეს თანხმობა პირადი განცხადების საფუძველზე ჯემალ ანანიძის ქ. ბათუმის მერის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 14 თებერვლიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























