მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება #03/07
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს (განყოფილების) უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გულიკო კაჟაშვილის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს (განყოფილების) უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და თავმჯდომარის მრჩეველი გენდერულ საკითხებში გულიკო კაჟაშვილი მიმდინარე წლის 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით მივლინებულ იქნას ქალაქ თბილისში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ტრენინგში „გენდერული ასპექტების ინტეგრირება პოლიტიკაში“ მონაწილეობის მისაღებად და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოში მივლინების საკითხების დაზუსტების მიზნით.
2. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























