მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 02) თანდართული ქვეპროგრამით „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების შესახებ“ (პროგრამული კოდი 05 02 04).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























