მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/36
სულიკო შვენთიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსს სულიკო შვენთიძეს (პ#61005000222) მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საკრებულოს სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისაგან ჩაიბაროს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრილი ქ. ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული (ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი) სამსახურებრივი ავტომანქანა „KIA CERATO“ სარეგისტრაციო NTTS 329.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























