მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/40
წიგნი-ალბომის „ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები 15 ენაზე“ სასაჩუქრედ შეძენის შესახებ
ქართული სტუმართმოყვარეობის და ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა წიგნი-ალბომი „ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები 15 ენაზე“.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შეძენილ იქნას სასაჩუქრედ წიგნი-ალბომი „ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები 15 ენაზე“ 30 (ოცდაათი) ცალი, რისთვისაც ქ. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებების მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გამოიყოს 900 (ცხრაასი) ლარი.
2. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა (გ. კვერღელიძე) უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი



ისტორია























